კეხიჯვარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ხატია კაბისაშვილი საინტერესო პროექტის ფინალისტია
21-01-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ხატია კაბისაშვილი პროექტის - „ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა“ ფინალისტია. მოსწავლე 4 საუკეთესოს შორის მოხვდა. 

პროექტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ანიმა ჩეთბოტიქსი“ ერთობლივად ახორციელებს. 

კონკურსის მონაწილე VIII-XII კლასების მოსწავლეებმა მსოფლიო ლიტერატურის ავტორების, მათი ნაწარმოებების ან პერსონაჟების ქართულენოვანი ჩეთბოტები შექმნეს. 

ხატია კაბისაშვილმა Jason-ის ენობრივ ასლზე იმუშავა. 

ოთხ საუკეთესოს პროექტის ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203