წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს წარმატებული, ნაყოფიერი და აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ
20-01-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორ ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას და 15 პედაგოგს წარმატებული, ნაყოფიერი და აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის საქართველოს ქალთა საბჭოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ. 

„ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მიუხედავად პანდემიისა, 2021 წელი წარმატებით მიმდინარეობდა, სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც, შესაბამისად, სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე აისახა. აღნიშნული შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სკოლის გულშემატკივართ, განსაკუთრებით კი ეს საქართველოს ქალთა საბჭოს მისამართით ითქვა, რომლის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ქეთევან გიუნაშვილმა სკოლის წარმატებულ დირექტორს ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავას და 15 პედაგოგს, 2022 წლის დასაწყისისათვის, მადლობის სიგელი გადასცა, რაც ვფიქრობთ, ჩვენს მასწავლებლებს კიდევ უფრო გააქტიურებს. 

საქართველოს ქალთა საბჭოს სახელით, წარმატებული, ნაყოფიერი და აქტიური საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ პედაგოგები: ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა, ფიქრია გიორხელიძე, მანანა წულაია, ქეთევან ჯიქია, ლელა მანდარია, ინგა არაბიძე, თამილა ჭოლაძე, მაკა ჟორჟოლიანი, თეა კაკაბაძე, ნარგიზა შავგულიძე, ირინა ალავიძე, ლელა ჩირგაძე, იამზე წულუკიძე, ელისო მეტრეველი და აზა ნაფეტვარიძე“,- აღნიშნულია სკოლია მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203