ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს დაეხმარა
18-01-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციებს ხშირად მართავენ.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ამჯერად სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა და მათ ზამთრის ტანსაცმლით დაეხმარა.

აღნიშნულ კეთილ საქმეში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო და თანატოლებს დახმარება სიხარულით გაუწია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203