სამტრედიის N3 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ნასწავლის გამეორების და გააზრების ოლიმპიადაში I და II ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს
14-01-2022
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა ანანო თავართქილაძემ, ქრისტინე თავაძემ, დაჩი დვალიშვილმა, სალომე ციცვიძემ და სოფო ციცვიძემ izrune.ge-ს ნასწავლის გამეორების და გააზრების ოლიმპიადა წარმატებით გაიარეს და I და II ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203