ციხისძირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ახალი წელი იზეიმეს
14-01-2022
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შობა-ახალი წლის შემობრძანებას განსაკუთრებული ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრა, რომელთან ერთადაც ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს.

ღონისძიების ფარგლებში პირველი კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები წარადგინეს.

პირველკლასელები პედაგოგთან, ნარგიზ ხახუტაიშვილთან ერთად ყველას გულითადად და საუკეთესო სურვილებით ულოცავენ შობა - ახალ წელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203