ქობულეთის N3 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ახალი წელი საზეიმო ვიდეორგოლით მიულოცეს
14-01-2022

თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიების ამსახველი ვიდეორგოლი ჩაწერეს და სასკოლო საზოგადებას დღესასწაულები ლექსებითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, პედაგოგებმა მოსწავლეთა ჯადოსნურ სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს და ამ მიზნით სხვადასხვა საზეიმო აქტივობები შესთავაზეს. 

აქტივობები სკოლაში რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203