აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ
14-01-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ტექნიკურ პერსონალს ტრადიციულად საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოებას შობა - ახალი წლის მისალოცად საჩუქრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ავთანდილ ზოიძემ გაუგზავნა.

„შობა-ახალი წლის ყოველწლიური საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ტექპერსონალს, ბატონ ავთანდილ ზოიძისგან. უღრმესი მადლობა ბატონ ავთანდილს გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისთვის. მრავალი ბედნიერი დამდეგი შობა-ახალი წელი გაგითენოთ უფალმა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ სამადლობელ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203