საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
14-01-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს. 

სკოლის პედაგოგებმა წინასაახალწლოდ მოსწავლეთა ჯადოსნურ სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს და ამ მიზნით სხვადასხვა საზეიმო აქტივობები შესთავაზეს. 

სკოლის I, II, III, IV და V კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს. 

„გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის, სიყვარულის ჯანმრთელობის და მშვიდობის მომტანი....აგსრულებოდეთ ყველა თქვენი ნატვრა! გამქრალიყოს ყველა ვირუსი დედამიწიდან, აღარ გვჭირდებოდეს დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება!“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203