ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“
14-01-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ახალი 2022 წელი განსაკუთრებულად იზეიმეს.

პადაგოგის, ნაზი მახარაძის ხელმძღვანელობით მეორეკლასელებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“ და ზეიმის ფარგლებში საინტერესო, დასამახსოვრებელი აქტივობები წარადგინეს.

„ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასი, გილოცავთ 2022 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს თქვენ და თქვენს ოჯახებს! მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს, თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის! ნაზი მახარაძე, ახალი წლის ზეიმი. მრავალი ახალი წელი, მრავალი ზეიმი. მადლობა ამ ლამაზი დღისთვის ბავშვების გაბედნიერებისთვის და ამ სიკეთის, ძალისხმევისთვის და იმ ენერგიისთვის, რასაც ბავშვების სწავლა- განათლებას ახარჯავთ. მადლობა კიდევ ერთხელ ნაზი მასწავლებელო“,- აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203