ირგანჩაის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
14-01-2022

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებლებს - ნონა სელიმაშვილს, ქეთევან გედევანიშვილს, იმან ხუდუევს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის პედაგოგები კოლეგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგები ინტენსიურად ზრუნავდნენ და ზრუნავენ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე. სასიამოვნო სიახლეებით დავიწყეთ ახალი წელი: უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ ჩვენს პედაგოგებს. ნონა სელიმაშვილმა (ქართული, როგორც მეორე ენა-10 კრედიტქულა) და ქეთევან გედევანიშვილმა (ქართული, როგორც მეორე ენა-10 კრედიტ-ქულა) მაძიებლის პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად აიმაღლეს სტატუსები, ხოლო იმან ხუდუევმა (მათემატიკა-7 კრედიტ-ქულა) პრაქტიკოსიდან გადაინაცვლა უფროსის სტატუსზე. დიდი შრომა და მონდომება ედო წინ ამ წარმატებას.

ამ პედაგოგებს ტუტორობას უწევდა სკოლის წამყვანი პედაგოგი ნატო კვარაცხელია. პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი. მთელი პედკოლექტივი ულოცავს კოლეგებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს! გვჯერა პედაგოგების წინსვლა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც დადებითად აისახება. ჩვენი პედაგოგები კვლავაც გააგრძელებენ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას. მაძიებლის პროგრამაში კიდევ ჩართულები არიან: რასიმ მუსტაფაევი (ი.ს.ტ - 10 კრედიტქულა) და ვიქტორია მაღრაძე (ინგლისური). კიდევ ერთხელ ვულოცავთ ახალ წელს და ახალ წარმატებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203