მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი წელი თოვლის ბაბუამ მიულოცა 
14-01-2022
რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თოვლის ბაბუა ესტუმრა და შობა - ახალი წელი მიულოცა.

მოსწავლეები თოვლის ბაბუის სტუმრობამ გაახალისა და მასთან ერთად საინტერესო თუ მხიარული სადღესასწაულო აქტივობები შეასრულეს.

პატარებს საჩუქრებიც გადაეცათ, რამაც მოსწავლეების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

მუჟალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოვლის ბაბუასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203