მაჭატიის საჯარო სკოლას ორი უფროსი მასწავლებელი შეემატა
14-01-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის სკოლის კიდევ ორ პედაგოგს - სამველ ღაზარიანს და ნაირა სარქისიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ასევე, სასწავლო წლის დასაწყისში აიდა კაზარიანი უფროსი მასწავლებელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლზე აქტიურად ზრუნავენ.
„ჩვენი სკოლის მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში აქტიურად ჯერ კიდევ მაშინ ჩაებნენ, როდესაც სტატუსის ამაღლება ძველი სქემის მიხედვით ხდებოდა, ამიტომ სკოლაში მხოლოდ 3 მასწავლებელიღა დარჩა, რომლებიც პრაქტიკოსის სტატუს ატარებენ. ისინი სომხური ენის მასწავლებლები არიან. სომხურ ენაში გამოცდა კი, მოგეხსენებათ, წელს პირველად ჩატარდება. იმედია, სომხური ენის მასწავლებლებსაც მალე მივულოცავთ წარმატებას და სკოლაში ყველა უფროსი სტატუსის მასწავლებელი გვეყოლება“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს