ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ფესვები“ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობს
13-01-2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ფესვებმა“ ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“ მონაწილეობა პოზიტიური სიახლით დაიწყო.

ეკოკლუბი ნერგების მაქსიმალური რაოდენობით დეკემბრის თვის ლიდერი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ყველა გარემოსდაცვითი აქტივობა,  რომელსაც კონკურსის ფარგლებში ეკოკლუბელები ახორციელებენ ფასდება  პირობითი ერთეულით - „ნერგებით“. შესაბამისად სკოლის მოსწავლეებმა ბუნებრივი და სოციალური გარემოს
სასიკეთოდ დეკემბერში ყველაზე მეტი ქმედება განახორციელეს. 

ეკოკლუბი „ფესვები“ და მისი ხელმძღვანელი ლია გოგილაშვილი მადლობას უხდის ორგანიზაცია CENN-ს და თანაორგანიზატორებს საქართველოს პარლამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა/ Austrian Development Cooperation.

სკოლა ყველა ეკოკლუბს პტოექტში წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203