​საბირქენდის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
12-01-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მარნეულის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.

„სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვლილი იქნება 450 მოსწავლეზე.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2022 წლის აგვისტოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203