ოზურგეთის N2 სკოლა წინასაახალწლოდ მოირთო - სადღესასწაულო დეკორაციები შთამბეჭდავი სანახავია
11-01-2022
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ყველაფერი გაკეთდა. 

საახალწლო დეკორაციებით ყველა კლასი მოირთო, დადგეს დიდი ნაძვის ხეც, მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

ამ ყველაფერმა კი მოსწავლეებსა და პედაგოგებს ამაღლებული განწყობა შეუქმნა. 

სკოლა ყველას ულოცავს ახალ 2022 წელს და ბედნიერებას უსურვებს.

„გილოცავთ 2022 წელს დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით“,- წერს სკოლა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203