ბოხვაურის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი და შენი უფლებებისთვის“ ხორციელდება
11-01-2022
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ზოგადი განათლების რეფორმის, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლაში რეგულაციების წესების დაცვით, 2021 -2022 სასწავლო წლის სექტემბრიდან, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით პროექტი - „ჩემი და შენი უფლებებისთვის“ ხორციელდება.

დეკემბრის თვეში განხორციელდა აქტივობები:

  1. მოეწყო პრეზენტაცია, - „10 დეკემბერი - ადამიანთა უფლებების დაცვის დღეა“ (მასწავლებელი, მაია თალაკვაძე);
  2. ოჯახის წევრები და მათი უფლებები - „შეაჩერე ძალადობა ოჯახის წევრებზე“, ფილმის ჩვენება და განხილვა (პედაგოგი ნათია ყურაშვილი);
  3. „ჩაანაცვლე ბულინგი მეგობრობით“, ფილმის ჩვენება და განხილვა (მასწავლებელი, ზაირა ბერიძე).
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203