კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი იზეიმეს
11-01-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა შობა-ახალ წელი განსაკუთრებულად იზეიმეს.

საზეიმო ტანისამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებაზე მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს. შობა - ახალი წელი ბავშვებმა ყველას დიდი სიყვარულით მიულოცეს, იმღერეს და შესანიშავი ლექსებიც წაიკითხეს.

ღონისძიების ბოლოს პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრებიც დაურიგა, რითიც მოსწავლეებმა ძალიან გაიხარეს.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს შობა - ახალ წელს და ბედნიერ, ლაღ მომავალს უსურვებს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203