სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა შობა-ახალი წელი განსაკუთრებულად აღნიშნეს
11-01-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში II კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა შობა - ახალი წელი განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.

საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს - დღესასწაულები ყველას გულითადად მიულოცეს, იცეკვეს და საახალწლო ნაძვის ხესთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„II კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი იამზე ხუნწარია გილოცავთ შობა-ახალ წელს! მიზნების, ჩანაფიქრისა და ოცნებების ასრულებას გისურვებთ, წარმატებით დახუნძლული წელი ყოფილიყოს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203