რა ასაკიდან შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს პირადობის მოწმობის აღება
26-10-2016
საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში აიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა. 

კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება  შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც.
 
პირადობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203