ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ალილოს მსვლელობა მოაწყვეს
10-01-2022
შობის ღამეს ალილოთი მილოცვის ტრადიციას მრავალწლოვანი ისტორია აქვს, რომელიც სოფლებში, სამწუხაროდ, თითქმის მივიწყებულია. გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ალილოს მრავალწლოვანი ტრადიციის გაცოცხლება გადაწვიტეს.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ტრადიციის აღდგენას მეტად კეთილშობილური მიზანიც ჰქონდა. მოსწავლეებმა შეგროვილი თანხით ნაყიდი და საჩუქრად მიღებული სურსათ-სანოვაგე საშობაო საჩუქრებად ინკოგნიტოდ დაუტოვეს სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს.
მოსწავლეებისთვის ალილოში მონაწილეობა მეტად დასამახსოვრებელი მოვლენა იყო. ბავშვები ღონისძიებაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს