ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ჯანო კუბლაშვილი სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
10-01-2022

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ჯანო კუბლაშვილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში რესპუბლიკის მასშტაბით მე-3 ადგილის დაკავებისათვის დიპლომი და 500-ლარიანი ვაუჩერი გადასცა. 

ჯანო კუბლაშვილმა წარმატება ისტორიის ოლიმპიადაში მოიპოვა.

მოსწავლის პედაგოგი ქეთევან თომაძე გახლავთ. 

სკოლისთვის მოსწავლის წარმატება საამაყოა. 

„მრავალი ასეთი თაობა აღეზარდოს საქართველოს ყველა სკოლას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203