სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ინგლისურენოვანი ღონისძიება გაიმართა
06-01-2022
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები მუდამ ცდილობენ მოსწწავლეებს მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი თუ ღონისძიება შესთავაზონ.

სკოლის მე-3 კლასში ამჯერად ინგლისურენოვანი ღონისძიება - „We Love English“, ჩატარდა, რომელშიც პატარა მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეები სპეციალურად გაფორმებული მაისურებით წარსდგნენ. შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს და ნაძვის ხის გარშემო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად იმხიარულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება არამხოლოდ მხიარული იყო, არამედ ბავშვებმა დამატებითი ცოდნა მიიღეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა ბმულზე:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203