მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა I სემესტრი სადღესასწაულო აქტივობებით დააგვირგვინეს
06-01-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო I სემესტრი განსაკუთრებულად, საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

მოსწავლეებისთვის სკოლა სადღესასწაულო დეკორაციებით გალამაზდა, დაიდგა ნაძვის ხე, რომელთანაც ნიჭიერმა მოსწავლეებმა სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

ბავშვები სადღესასწაულო საახალწლო ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები და ერთ-ერთმა მათგანმა თოვლის ბაბუის როლიც მოირგო.

ბავშვებს საჩუქრებიც დაურიგდათ და მათი სადღესასწაულო განწყობა უფრო მეტად გაიზარდა.

სკოლა მოსწავლეებს ბედნიერ შობა - ახალ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203