ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია - „ზამთრის ზღაპარი“ გაიმართა
06-01-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია - „ზამთრის ზღაპარი“ გაიმართა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც საოცარი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

წლევანდელი „ზამთრის ზღაპარი“ განსაკუთრებული იყო, რადგან მასში ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და ადმინისტრაცია მონაწილეობდა. ღონისძიების წარმატებით დასრულებისთვის მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ახალგაზრდა დედას დაეხმარნენ, რომელიც მაქმანებიან ფაჩუჩებს შვილის დასახმარებლად​ კერავდა და ყიდდა.

სკოლა პროექტში მონაწილე თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და მოუწოდებს, რომ ერთმანეთს ადამიანები ყოველთვის გვერდში ედგნენ.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიება კვლავ გაგრძელდება და ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლა ყოველთვის იქნება იმის გვერდით, ვისაც ეს სჭირდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203