საოცარი სადღესასწაულო სანახაობა დმანისის N3 საჯარო სკოლაში
06-01-2022
დმანისის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასში წინასაახალწლოდ ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა წინასაახალწლოდ მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობები შესთავაზეს.