ტყიბულის N2 სკოლის ეკოკლუბის წევრები სოციალურად დაუცველებისთვის საახალწლო ნობათის გადაცემაში მონაწილეობდნენ
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ერას“ წევრები, ტყიბულის მერიასთან ერთად, სოციალურად დაუცველებისთვის საახალწლო ნობათის გადაცემაში მონაწილეობდნენ.ეკოკლუბ - „ერას“ წევრებს ტყიბულის საპატიო მოქალაქესთან, ნოდარ ვახტანგაძესთან შეხვედრა და საუბარი სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ. მოსწავლეები ასევე, ტყიბულის მერს, დავით ჩერქეზიშვილსაც შეხვდნენ, რომელთანაც სამომავლო გეგმებზე კონსულტაცია გაიარეს.
„წევრების მიერ შესრულებული სამუშაოების, პლატფორმის ატვირთვაში მონაწილეობდა სკოლის დირექტორი ქალბატონი მეგი ქათამაძე და ეკოკლუბ - „ერას“ ხელმძღვანელი ქალბატონი ცისანა ქოქოსაძე. დასრულდა მუშაობის პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი 20 იანვრიდან დაიწყება “, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: