„ცივი ზამთარი“ - საჩინოს თემის N1 სკოლის რუსული ენის პედაგოგის, ელისო ქუთელიას საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
06-01-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში რუსულ ენაში გაკვეთილი „ცივი ზამთარი“ ჩატარდა. 

გაკვეთილი პედაგოგმა ელისო ქუთელიამ ჩაატარა.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მან გაკვეთილი არაერთი აქტივობით დატვირთა, როგორიცაა აუდიოტექსტის მოსმენა, ილუსტრაციებზე მუშაობა, წერითი და ზეპირი სავარჯიშოების შესრულება, „გონებრივი იერიში“ - ასოციაციური რუკის შედგენა, ვიდეოკლიპის ჩვენება და სიმღერის - „ახალი წელი“, მოსმენა.

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„მე-6 კლასში ჩატარდა ურთიერთდასწრების გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე „ცივი ზამთარი“,-წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203