კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო წიგნი აკინძეს
06-01-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო წიგნი აკინძეს. 

მეთერთმეტეკლასელებმა საინტერესო ისტორიები მოიფიქრეს, წიგნად შეკრეს და უმცროსკლასელებს წაუკითხეს. 

„გაინტერესებთ, როგორ ხვდებიან ახალ წელს დედამიწაზე, ზღვაზე, ტყეში და მთვარეზე? მაშინ მოუსმინეთ მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც პატარებისთვის მოიფიქრეს ძალიან საინტერესო ისტორიები, დაწერეს, დახატეს, დაასურათეს, წიგნებად აკინძეს და შემდეგ სკოლის უმცროსკლასელებსაც წაუკითხეს. წარმატებები ჩვენს საყვარელ ავტორებს, ილუსტრატორებს, მკითხველებს და ბედნიერი 2022 წელი ყველას!“,- აღნიშნულია სკოლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203