დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ახალი წელი იზეიმეს
06-01-2022
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის I კლასის პატარა და ნიჭიერმა მოსწავლეებმა შობა - ახალი წელი ყველას განსაკუთრებულად მიულოცეს.

პირველკლასელებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

პატარა მოსწავლეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრა, რომლის გამოჩენამ ბავშვები ძალიან გაახარა.

„I კლასი გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს, წარმატების და ბედნიერების წელი იყოს! ყველას ოჯახში შემოაღოს კარი იღბალმა და წარმატებამ! გილოცავთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203