ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის საუკეთესო ეკოკლუბელები გამოვლინდნენ
06-01-2022
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ესკადას“ 2021 წლის საუკეთესო ეკოკლუბელის ტიტულის მქონე მოსწავლეები გამოვლინდნენ. 

ღონისძიება სკოლაში გაიმართა, მისი მიმდინარეობისას 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებიც შეჯამდა. 

ეკოკლუბის შემაჯამებელი ღონისძიების მხარდამჭერი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი იყო, ეკოკლუბის წევრებს საჩუქრები სწორედ რეგიონული ბიუროს წარმომადგენლებმა გადასცეს. 

სკოლა მოსწავლეებსა და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203