ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
06-01-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო.
მასში მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. ბოლოს კი საჩუქრებიც დაიმსახურეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ზეიმი ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.
„გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს! დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს