ჯვარის N3 საჯარო სკოლაში სახალისო საახალწლო აქტივობები ჩატარდა
06-01-2022
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მინიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლაში საახალწლოდ დიდი თუ პატარა განსაკუთრებულად ემზადებოდა.

სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი მხიარული სადღესასწაულო აქტივობებით დასრულდა.

II კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ფატი ჭანტურიას ხელმძღვანელობით საახალწლო ღონისძიება „პატარა ფიფქები“ ჩაატარეს. აქტივობის ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა დახატეს საახალწლო ნახატები, იცეკვეს და მხიარული თამაშებიც ითამაშეს

საახალწლო განწყობა იყო ასევე, მე-3 კლასში. ნიჭიერმა პატარებმა საშობაო და საახალწლო სიმღერები შეასრულეს, მხიარული თამაშებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

ასევე, აღსანიშნავია რომ სადღსასწაულო განწყობა პედაგოგებშიც იგრძნობოდა, რომლებმაც ერთმანეთს შობა - ახალი წელი გულითადად მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე 1  ბმულზე 2:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203