ყელქცეულის საჯარო სკოლა მეგობრების გლობალური კლუბის წევრი გახდა
06-01-2022
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა მეგობრების გლობალური კლუბის -  GFC-ს წევრი გახდა.

სკოლისთვის ეს დიდი წარმატება და ამავდროულად, ახალი გამოწვევაც გახლავთ. სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„ახალი გამოწვევა. მადლობა ინგა ხარჩილავას და აკას ალის, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენი სკოლა გამხდარიყო მეგობრების გლობალური კლუბის GFC - ის წევრი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ერთად შევცვლით როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი შვილებისა და მოსწავლეების მომავალს საუკეთესო ემოციებით- ცოდნის, სწავლის, მშვიდობის, სიყვარულის გაზიარებით მთელ მსოფლიოში! შემოგვიერთდით კოლეგებო, სამყარო გავხადოთ უკეთესი!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203