ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში I სემესტრი სადღესასწაულო აქტივობებით დასრულდა
06-01-2022
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში I სასწავლო სემესტრი საახალწლო აქტივობებით მხიარულად დასრულდა.

მოსწავლეებმა საიდუმლო სანტების საჩუქრები გაცვალეს და ყველას საახალწლო კეთილი სურვილებით მიულოცეს 2022 წელი.

„პირველი სემესტრის დასასრული.. ყველაზე მხიარული დღე. საიდუმლო სანტების საჩუქრები, ბედნიერი ბავშვები. გილოცავთ მე და ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეები 2022 წელს! ყველას გიგზავნით ჩვენს საახალწლო სურვილებს, გვინდა სამყარო იყოს კოვიდის გარეშე, ახალ წელს მოეტანოს სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიხარული.. და ჩვენ ამის გვჯერა.. დავემშვიდობოთ ძველ წელს და იმედით სავსე ჩავეხუტოთ ახალ წელს“, - წერს მოსწავლეთა პედაგოგი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203