გუმბრინის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ახალი წელი სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
06-01-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა I სასწავლო სემესტრი მოკრძალებული საახალწლო ზეიმით დაასრულეს.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა მცირე ღონისძიებაზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობები წარადგინეს. პატარებს თოვლის ბაბუაც ესტუმრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

მეორეკლასელების კლასის ხელმძღვანელი ლალი ზვიადაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები საახალწლო ზეიმში დიდი ხალისით ჩაერთნენ და მათი სადღესასწაულო განწყობა კლასში გამართულმა პატარა ღონისძიებამ კიდევ უფრო აამაღლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203