ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე არსებული ანსამბლი „ცერული“ არტ ფესტივალის ლაურეატი გახდა
05-01-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ბაზაზე არსებული ანსამბლი „ცერული“ არტ ფესტივალის ლაურეატი გახდა.

ფესტივალი აჭარის ა.რ. ქორეოგრაფთა კავშირის მიერ იყო ორგანიზებული. 

გუნდმა, ქორეოგრაფების ნუკრი ლამპარაძისა და ნათია შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, პირველი ადგილი მოიპოვა.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს!
სკოლა „პროგრესის“ ბაზაზე არსებულმა ანსამბლმა „ცერულამ“ მონაწილეობა მიიღო აჭარის ა.რ. ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და ახალგაზრდა შემსრულებელთა არტ ფესტივალში.
მონაწილეობისთვის და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის ანსამბლი „ცერული“ დაჯილდოვდა პირველი ადგილით და ლაურეატის წოდებით.
ქორეოგრაფები ნუკრი ლამპარაძე და ნათია შალიკაშვილი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203