ანდეზიტის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ახალი წელი იზეიმეს
05-01-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

პირველკლასელებმა ყველას პატარა ღონისძიებით მიულოცეს, რომელიც პანდემიის ფონზე რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. პატარების საახალწლო განწყობა აღნიშნული მცირე ზეიმით კიდევ უფრო ამაღლდა.

„გილოცავთ ახალ 2022 წელს. ეს წელი ჯანმრთელობის და უამრავი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203