ჩხორიის საჯარო სკოლაში კონკურსში - „დაამზადე შენი ხელით საახალწლო აქსესუარები“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
05-01-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
პირველკლასელებმა საახალწლო ზეიმი საინტერესო აქტივობებით გამართეს. პატარების პედაგოგი მზია ხარებავაა.
„სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა დაგებედოთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში
მეორეკლასელებმა კი შობა ახალი წელი ყველას მიულოცეს და წინსვლა და კეთილდღეობა უსურვეს. მოსწავლეების პედაგოგი ლალი ქანთარია გახლავთ.
მესამეკლასელებმაც შობა - ახალი წელი ყველას გულითადად მიულოცეს და ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და წარმატებები უსურვეს. ნიჭიერი ბავშვების პედაგოგი ფატიმა ხვიჩავაა.
ასევე, აღსანიშნავია, რომ კონკურსში - „დაამზადე შენი ხელით საახალწლო აქსესუარები“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს