ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ საპატიო სტუმარს უმასპინძლეს
05-01-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში მათემატიკის მასწავლებელ დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს. 

პედაგოგმა გაკვეთილები რამდენიმე კლასში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ვიზიტის ფარგლებში დაჩი რამდენიმე კლასს შეხვდა. საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული მის მიერ მომზადებულ პრაქტიკულ სამუშაოებში.
შეგახსენებთ, რომ დაჩი ნანობაშვილი ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგია. იგი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის“ ფინალისტი გახლავთ. დაჩი ასევე ოლიმპიადა „ევერესტის“ დამაარსებელი და საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლის“ წამყვანია“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203