ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში საახალწლოდ მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა
05-01-2022
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში საახალწლოდ მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.

სკოლა საახალწლოდ განსაკუთრებულად გაფორმდა. საახალწლო თემატიკით მოიხატა სკოლის ფანჯრები და საკლასო ოთახები ნაძვის ხეებითა თუ დეკორაციებით გალამაზდა.

სკოლის მოსწავლეებს თოვლის ბაბუაც ესტუმრათ, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

პირველკლასელებისთვის სკოლაში პირველი ახალი წელი მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა და საკუთარი საკლასო ოთახი გაალამაზეს, თოვლის ბაბუასთან კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

მე-2კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან, ნათია შაუთიძესთან ერთად სამახსოვრო აქტივობა განახორციელეს. ნიჭიერმა მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები გაამზადეს და პირველ თოვლში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

მე-2 კლასმა კი საინტერესო აქტივობა გააკეთეს.

„მე-2 კლასი და თამრიკო მასწავლებელი თავიანთ საახალწლო განწყობას გვიზიარებენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე 1  ბმულზე 2  ბმულზე 3  ბმულზე 4 ბმულზე 5 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203