ურავის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
05-01-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში საახალწლო მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

​სკოლის მოსწავლეებმა შობა - ახალი წელი ყველას სცენიდან მიულოცეს; ნიჭიერმა მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო სადღესასწაულო აქტივობები განახორციელეს.

ბავშვები ღონისძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და ახალ 2022 წელს მხიარულად შეეგებნენ.

„ურავის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203