„პატარა პროგრესელებმა საახალწლო ზღაპრებში გვამოგზაურეს“- ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
05-01-2022
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება ჯადოსნურ ზღაპარში ამოგზაურეს, მათ სანტაც ეწვია, რომელმაც პატარების სურვილები გულდასმით მოისმინა. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. 

„ჩვენმა პატარა პროგრესელებმა, ყველაზე ჯადოსნურ, საახალწლო ზღაპრებში გვამოგზაურეს, მათ არაუჩვეულებრივ მასწავლებლებთან ერთად.
ისიც ხომ იცით, რომ ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები ხდება? ჩვენს პატარებსაც ესტუმრა სანტა და უხვად დაასაჩუქრა ისინი, ბევრი ამხიარულა და ათამაშა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203