ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ
05-01-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეებმა ამჯერადაც თავი გამოიჩინეს და მშობლიური სკოლა ასახელეს.

ინტელექტუალურ თამაშში სკოლის მოსწავლეებმა - ანა ჯამასპიშვილმა და რობიზონ ოზბეთელაშვილმა გაიმარჯვეს. ფოტო კონკურსის გამარჯვებული ნინო მარტყოფლიშვილი გახდა, ხოლო ესეების კონკურსში საპრიზო ადგილის მფლობელი კი ანა ჯამასპიშვილია.

„ვირტუალური საკვირაო სკოლა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავი საკმაოდ კარგად გამოიჩინს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს; „ბრეინ რინგში“ გაიმარჯვა ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ - ანა ჯამასპიშვილმა და რობიზონ ოზბეთელაშვილმა. ნინო მარტყოფლიშვილმა გაიმარჯვა ფოტოკონკურსში და ანა ჯამასპიშვილმა საპრიზო ადგილი დაიკავა ესეების კონკურსში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203