„მადლობა, ზრუნვისა და საახალწლო საჩუქრებისთვის“- დედოფლისწყაროს N2 სკოლის პედაგოგები წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ
05-01-2022

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები პედაგოგთა რაიონული პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაყვალა მაძღარაშვილს საახალწლო საჩუქრისთვის მადლობას უხდიან. 

„დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები დამდეგ ახალ წელს ვულოცავთ პედაგოგთა რაიონული პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაყვალა მაძღარაშვილს. მადლობა მას, იმისთვის რომ არ რჩება უყურადღებოდ პედაგოგები. ზრუნვისა და საახალწლო საჩუქრებისთვის მადლობას ვუხდით. ვუსურვებთ, ჯანმრთელობას, მხნეობას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203