ქუტირის საჯარო სკოლაში საახალწლოდ მრავალფეროვანი საზეიმო აქტივობები ჩატარდა
05-01-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში საახალწლოდ მრავალფეროვანი და ლამაზი ღონისძიებები ჩატარდა.

21 დეკემბერს პროექტი სახელწოდებით - „საახალწლო განწყობა ჩვენს საკლასო ოთახში“ დასრულდა.

„21 დეკემბერს ქუტირის საჯარო სკოლაში დასრულდა პროექტი, რომლის სახელწოდება იყო - „საახალწლო განწყობა ჩვენს საკლასო ოთახში“; პროექტი დასრულდა ღონისძიებით. ავტორი - ე. გედენიძე, დამრიგებელი - ლ. ჯღარკავა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასშიც საახალწლო განწყობა სუფევდა და მოსწავლეები ახალ წელს მხიარულად შეეგებნენ.

„მე-7 კლასის საახალწლო განწყობა... გილოცავთ 2022 წელს! ყველაფერი ცუდი გაყოლოდეს ძველ წელს, ახალ წელს ბედნიერება და სიხარული მოეტანოს ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სადღესასწაულო აქტივობები კი პირველკლასელებისთვის მაინც განსაკუთრებული იყო. პატარა მოსწავლეებმა საახალწლოდ მრავალფეროვანი ზეიმი გამართეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203