ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
05-01-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა შობა - ახალი წლისთვის მეტად საინტერესო აქტივობები განახორციელეს. სკოლის მასწავლებლებმა დღესასწაულები ერთმანეთს გულითადად მიულოცეს და კოლეგებს საჩუქრები გადასცეს.

სკოლა საახალწლოდ ლამაზი დეკორაციებით განსაკუთრებულად მოირთო.

ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლის Iა და Iბ კლასების პატარა მოსწავლეებმაც სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებით ლამაზი ღონისძიებები ჩაატარეს. Iა კლასის პატარებმა საახალწლო ღონისძიებაზე სურვილებიც ჩაიფიქრეს;  Iბ კლასელებმა სადღესასწაულო აქტივობა გამართეს.

სკოლაში I სემესტრი მხიარულად დასრულდა და სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ახალ წელს განსაკუთრებული განწყობით შეეგება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:

ბმულზე 1

ბმულზე 2

ბმულზე 3















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203