ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
05-01-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა წინასაახალწლოდ მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობები შესთავაზეს. 

ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

სკოლა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალ წელს ულოცავს. 

„ლიხეთის საჯარო სკოლა გილოცავთ 2022 წელს! ბედნიერების, ჯანმრთელობისა და ულევი წარმატების წელი შემოსულიყოს თქვენს ოჯახებში!“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203