თბილისის N143 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს ზღაპრული ვიდეორგოლით გვილოცავენ 
05-01-2022
თბილისის N143 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეები საახალწლო ფორმებში გამოწყობილები ღია სივრცეში შეიკრიბნენ და ერთობლივად შეასრულეს საახალწლო ცეკვა.

ასევე, ღია სივრცეში მოსწავლეებმა ნაძვის ხეები დადგეს, რომლებიც სამედიცინო პირბადეებზე წაწერილი სურვილებით გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.

ასევე, აქტივობის ფარგლებში ვიდეორგოლი გადაიღეს და ყველას ასე ლამაზად და საინტერესო მიულოცეს შობა - ახალი წელი.

„თბილისის N143 სკოლა გილოცავთ შობა-ახალ წელს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203