„ჩვენი გარემო“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა
05-01-2022

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში აქტივობა - „ჩვენი გარემო“ განხორციელდა. 

გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, რომელთაც საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. 

მეხუთეკლასელებმა ისაუბრეს ჰაერის და წყლის დაბინძურებაზე, ქიმიურ შეტევაზე, მჟავურ წვიმებზე.

მოსწავლეებმა ადამიანთა დაუდევრობის გამო პლაკატების საშუალებით გულისტკივილი გამოხატეს და მოუწოდეს საზოგადოებას, რომ გაუფრთხილდნენ ბუნებას, რომელიც საფრთხეშია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203