თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-2ე კლასში საახალწლო ღონისძიება მოეწყო.
მასში მოსწავლეები დამრიგებელ ინგა ზოიძის ხელმძღვანელობით, დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ზეიმი ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.
იხილეთ ვიდეო: